"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა დომინიკ მატეომ ტვინის სიმსივნე დაამარცხა, რომელსაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ებრძოდა - ამის შესახებ ინფორმაცია მან "ინსტაგრამით" გაავრცელა.
"გუშინ დამირეკეს, ამ ზარს ველოდი და ვლოცულობდი... სიმსივნე აღარ მაქვს. ექვსთვიანი შიშის, ოპერაციის, რეაბილიტაციის და მკურნალობის შემდეგ ჯანმრთელი ვარ! ეს დაუჯერებელია! ლიდსის საავადმყოფო LGI & St James-მა გადამარჩინა. უბრალოდ შესანიშნავად იმუშავეს. უბრალო მადლობა ჩემი მადლიერების გადმოსაცემად არასოდეს არ იქნება საკმარისი", - წერს მატეო.
მატეო "ლივერპულის" ღირსებას 1992-2000 წლებში იცავდა; აგრეთვე, შოტლანდიელი "სანდერლენდში", "ლიდსში", "ბლექბერნსა" და "სტოკში" თამაშობდა. ბოლოს ის "ლივერპულის"
საკლუბო ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობდა.
მატეო "ლივერპულის" ღირსებას 1992-2000 წლებში იცავდა; აგრეთვე, შოტლანდიელი "სანდერლენდში", "ლიდსში", "ბლექბერნსა" და "სტოკში" თამაშობდა. ბოლოს ის "ლივერპულის"