შენსნი: "არსენალის" გასახდელში სიგარეტი ამოვიღე და გავაბოლე, შემდეგ კი...

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" პოლონელმა მეკარემ, ვოიცეხ შენსნიმ, რომელიც ლონდონის "არსენალში" გამოდიოდა, 2015 წლის 1-ლი იანვარი გაიხსენა, როცა "საუთჰემპტონთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ "მეთოფეთა" გასახდელში სიგარეტს გაუკიდა.

"იმ პერიოდში რეგულარულად ვეწეოდი და ამის შესახებ არსენ ვენგერმაც შესანიშნავად იცოდა. მას სურდა, რომ გასახდელში არავის მოეწია და ეს მე ვიცოდი. მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და გადავწყვიტე, ერთი ღერი სიგარეტი მომეწია. გუნდი ისევ გასახდელში იყო, როცა საშხაპის კუთხეში მივედი, ამოვიღე ერთი ღერი და გავაბოლე.

ვიღაცამ შემამჩნია და ამის შესახებ ბოსს მოახსენა. რამდენიმე
დღის შემდეგ ვენგერს შევხვდი. არსენმა მკითხა, სიმართლე იყო თუ არა ეს. მე დადებითი პასუხი გავეცი. მან დამაჯარიმა და ამით ისტორია დასრულდა.

თუმცა ამის შემდეგ ვენგერმა გამაფრთხილა, რომ გარკვეულ დროს სათადარიგოთა სკამზე გავატარებდი. რამდენიმე კვირაში დაბრუნებას ველოდი, თუმცა დავიდ ოსპინამ შესანიშნავად ითამაშა.

მე ორი ვარიანტი მქონდა: ან გუნდში უნდა დავრჩენილიყავი და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად მებრძოლა, ან იჯარით სხვა კლუბში წავსულიყავი და დამემტკიცებინა, რომ "არსენალში" ისევ საუკეთესო მეკარე ვიყავი", - განაცხადა პოლონელმა მეკარემ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
შე პიტალო, შამპნური და ქალებიც შეგეყვანა ბარემ, გასახდელია ეგ, გ ა ს ა ხ დ ე ლ ი ი ი
kroosi
14:28 27-04-2020
4

სიახლეები პოპულარული