"ერთი შემთხვევა შემიძლია გამოვარჩიო. უკვე მატჩისას მივხვდი, რომ შევცდი. ეს 2009 წელს "ოლდ ტრაფორდზე" მოხდა, სადაც "მანჩესტერი" "ტოტენჰემს" მასპინძლობდა. ჩემი პოზიციიდან ისე ჩანდა, თითქოს კარიკი ბურთთან პირველი აღმოჩნდა, მეკარე კი შეეჯახა. წესების ნაღდი დარღვევა მეგონა და პენალტი დავნიშნე.
ველოდი, რომ კარიკი ცოტა შემეკამათებოდა, მაგრამ არ მეგონა, თუ მეკარე გომესი ასეთი გაკვირვებული სახით შემომხედავდა. ორიოდ წამში მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. იმედი მქონდა, რომ რონალდო თერთმეტმეტრიანს ვერ გამოიყენებდა, მაგრამ
კიდევ ერთი შეცდომა: "არსენალთან" შეხვედრაში "ლივერპულის" საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მივიღე. ჩემმა სკოლის ამხანაგმა, რომელიც მერსისაიდული გუნდის გულშემატკივარია, დამირეკა და მითხრა, რომ ჯერაც ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩემი მოქმედების გამო შოკშია".