"ლივერპულის" ფორვარდი მოჰამედ სალაჰი, შესაძლოა, "ევერტონთან" მატჩში არ გამოჩნდეს. ინფორმაციას Athletics-ის რეპორტიორი ჯეიმს პირსი ავრცელებს.
ჯეიმსის ინფორმაციით, ეგვიპტელს ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. იგივე ეხება მცველ ენდრიუ რობერტსონს.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის 30-ე ტურის ფარგლებში, "ევერტონი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. შეხვედრა 21 ივნისს, თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონში "ლივერპული" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში 82 ქულით ლიდერობს, ხოლო "ევერტონი" მე-12 ადგილზე 37 ქულითაა.
სალაჰმა ავტოგასამართ სადგურზე ყველას უფასოდ ჩაუსხა ბენზინი
ბარნსი: სალაჰსა და მანეს თუ კვირაში 1 მილიონს შესთავაზებენ, "ლივერპულიდან" წავლენ