დე ხეამ 112-ე მშრალი მატჩი ჩაატარა და შმეიხელის რეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ "კრისტალ პალასთან" გამართულ მატჩში გოლი არ გაუშვა. მისმა გუნდმა კი მოწინააღმდეგეს 2:0 სძლია.

ესპანელი მეკარისთვის ეს 112-ე მატჩია, როცა კარი მშრალად შეინახა. დე ხეა ამ მაჩვენებლით "წითელი ეშმაკების" ლეგენდარულ მეკარეს, პეტერ შმეიხელს დაეწია. დანიელს ამ შედეგის მისაღწევად 252 მატჩი დასჭირდა, ხოლო დავიდს - 311.

მესამე ადგილზე ედვინ ვან დერ სარია, მეოთხეზე - ფაბიან ბარტესი, ხოლო მეხუთეზე - როი კეროლი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული