გიოკერესი ზაფხულში ლისაბონის "სპორტინგს" დატოვებს

AutoSharing Option
ჟურნალისტი პიტერ ჰოლის ინფორმაციით, "სპორტინგის" ფორვარდმა ვიქტორ გიოკერესმა თავის კლუბს შეუთვალა, რომ ზაფხულში უფრო ძლიერ გუნდში სურს გადასვლა და ლისაბონელებმა ეს თხოვნა დაუკმაყოფილეს.

პორტუგალიური კლუბი მზადაა, შვედ ფორვარდს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. 26 წლის თავდამსხმელის შეძენის სურვილს ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოთქვამდა, მაგრამ "სპორტინგმა" ფეხბურთელი ძალიან ძვირი, 86 მილიონი ევრო დააფასა.

ინფორმაციისთვის, გიოკერესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 34 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული