სანჩო "ბორუსიასთან" ერთად შეკრებაზე გაფრინდა; "მანჩესტერში", დიდი ალბათობით, აღარ გადავა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" შემდეგი სეზონისთვის მოსამზადებლად შვეიცარიაში შეკრებაზე გაფრინდა.

გუნდთან ერთად გაფრინდა, ასევე, ჯეიდონ სანჩო, რომლის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" სურდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბორუსია" არ გაყიდდა სანჩოს, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოეს დღეებში მათ მოთხოვნას არ შეასრულებდა.

მთავარი წინაღობა ის იყო, რომ დორტმუნდელები 20 წლის ფეხბურთელში 120 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ინგლისელებს კი არ შეეძლოთ ამ თანხის ერთიანად გადახდა.

სანჩოსა და "ბორუსიას" შრომითი ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებთ.

ჯეიდონმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 16 საგოლე გადაცემა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანიაში ყველაზე მეტად დორტმუნდის გულშემატკივარი ვარ და არ მინდა სანჩო წავიდეს.ძალიან მოუხდა გუნდს.მანჩესტერში კი,სულ სხვანაირი თამაშია და ასე ვერ იბრწყინებს.ასე რომ, მიხარია მისი დარჩენა
სოსო
14:51 10-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული