ტურე: გვარდიოლას იმდენ ფულს აძლევენ და ლიგა ვერ უნდა მოიგოს?!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ექსნახევარმცველმა, კოტდივუარელმა იაია ტურემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა "ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას მუშაობის შესახებ.

"ის "ბარსელონაში" ან "რეალში" რომ იყოს, ნამდვილად პრობლემები ექნებოდა. ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს გვარდიოლას ბედი.

მე თუ მკითხავთ, პეპი იურგენ კლოპისა და ზინედინ ზიდანის დონეზეა, თუმცა ყველაფერი კლუბის საქმეა. მე ერთ რამ ვიცი: თუ "სიტი" მოინდომებს, ნებისმიერ მწვრთნელს მოიყვანს, რადგან, ყველამ იცის, ამის რესურსი გააჩნიათ.

ვიღაცები ამბობენ, რომ პეპი "სიტიში" მხოლოდ პრემიერლიგის გამო გადავიდა. არ ღირს ამით თავის მოტყუება. ყოველწლიურად გუნდის ბიუჯეტის სახით იმდენ ფულს
იღებს, ჩემპიონთა ლიგა აუცილებლად უნდა მოიგოს", - განაცხადა ტურემ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტურე არის უმადური ზანგი, ციტის კიდევ ფეხბურთელები არ ყავს ესეიგი ბიუჯეტიც არ აქვს სათანადო.
ddgfdf
17:48 21-08-2020
14
აუ ეს როგორი გაბოროტებული და დაბოღმილია გვარდიოლაზე რომ გაუშვა გუნდიდან და წაართვა მილიონები :D
გიორგი
17:23 21-08-2020
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული