L’Equipe: მესის მამამ პსჟ-ს შეატყობინა, რომ მისი შვილი "მანჩესტერ სიტიში" გადადის

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის მამას, ხორხე მესის დაუკავშირდა, რათა მისი შვილის ამბავი გაეგო და ეთქვა, რომ ტრანსფერით არიან დაინტერესებული.

ხორხემ ლეონარდოს შეატყობინა, რომ ლეო "მანჩესტერ სიტიში" აპირებს გადასვლას.

ადრე ESPN-მა გაავრცელა ინორმაცია, რომ ლიონელმა თავის ძველ მეგობარს, "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდ ნეიმარს მასთან ერთად "სიტიში" გადასვლა შესთავაზა.

"ქალაქელების" ყოფილმა კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ, რომელიც ამჟამად "ანდერლეხტის" მწვრთნელია, განაცხადა, რომ "სიტისთვის" ასეთი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება შესანიშნავი იქნება, გუნდის თავკაც პეპ გვარდიოლასთან ჩინებული ურთიერთობა აქვს და ჩემპიონთა
ლიგის მოგებაში დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ერთი რონალდომ გააძლიერა და მოაგებინა ლიგა იუვეს და მეორე მესი გააძლიერებს და მოაგებინებს ლიგას სიტის.ასე მარტივად არ ხდება არაფერი.ვერ ეღირსება ლიგას გვარდიოლა და ვერც მესი ბარსას გარდა სხვაგან.
Master
21:24 28-08-2020
10
მესმის ბარსელონას ფანების მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ რა უქნა ხელმძღვანელობამ გუნდს დაშალა ნეიმარზე ბარტომეუ ფულმა გააღორა და იქედან დაიწყო ბარსას რღვევა მერე ნახევარი მილიარდი დახარჯეს ტრანსფერებში და შედეგი ნული კიდე ვალვერდემ მოაგებინა თავისი დაცვითი ტაკტიკით ლიგა თორემ იმასაც ვერ მოიგებდა გადახედეთ რა უქნეს ჯერ რონალდინიოს როგორ მოიშორეს მერე ჩავი ინიესტა ეხლა ლეო მეკი გეტყვით რომ რონალდინიოს მერე კი მოვიდა ჩავი ინიესტა მესი სუარესი მაგრამ ესეთ სასტავს 50წელი გავა და ვერ შეკრავს ბარსელონა.დასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა
თემური
23:09 28-08-2020
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული