გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, ინგლისში ორი გრანდი, "ლივერპული" და "არსენალი", ერთმანეთს დაუპირისპირდა.
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პრემიერლიგის გასულ ტურში შეხვდნენ, სადაც "ენფილდზე" მერსისაიდელებმა 3:1 იმარჯვეს.
ორივე გუნდმა მოედანზე, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობა გამოიყვანა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც თერთმეტმეტრიანი 3-მა ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა,"არსენალის" შემადგენლობიდან - ელნენიმ, ხოლო "ლივერპულის" მხრიდან - ორიჯიმ და ვილსონმა.
"არსენალი" ლიგის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" იქნება.