პრემიერლიგის მეკარეები და მცველები საშინელები არიან - ამბობს "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა კრის სატონმა იმაზე ისაუბრა, რომ ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატზე ბევრი გოლი გადის.

"პრემიერლიგის მცველთა დონე საშინელია, ისევე, როგორც მეკარეების. ეს იმიტომ არ ხდება, რომ სტადიონებზე ფანები არ არიან. ეს არაა მიზეზი. მცველების დონე სერიოზულად დაეცა.

წარმოიდგინეთ, "ვილა პარკზე" რომ გულშემატკივრები ყოფილიყვნენ, როგორ გაუჭირდებოდა თამაში პირველი შეცდომის შემდეგ ადრიანს", - ციტირებს სატონს BBC.

მე-4 ტურში "ასტონ ვილამ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" 7:2 გაანადგურა. ამ მატჩში ანგარიში სტუმრებმა მეკარე ადრიანის შეცდომის შედეგად გახსნეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული