ჩისკო მუნიოსი "უოტფორდის" მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
ახლახან თბილისის "დინამოდან" აბარგებული ესპანელი ჩისკო მუნიოსი "უოტფორდის" მწვრთნელად დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

საიტი მკითხველს ამცნობს, რომ 40 წლის ჩისკოს ხელმძღვანელობით, თბილისის "დინამო" მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი და მასთან ერთად გუნდში მისი თანამემამულეები - რობერტო კუესტა და ხორხე აბელა იმუშავებენ, ხოლო ხორხე ბრამბილია, რომელიც უკვე იყო გუნდში, მეკარეების მწვრთნელი იქნება.

20 ტურის შემდეგ "უოტფორდი" ჩემპიონშიპში 34 ქულით მეხუთე ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 15 /
საქართველოს ჩემპიონობა 2-ჯერ მაგრამ მეტი არაფერი! და ამხელა ნახტომი კარიერაში??? თან იმ გუნდში რომელსაც პრემიერ ლიგაში გადასვლის პრეტენზია აქვს ??
არ მესმის რატომ და ძაან მეეჭვება რომ გაქაჩოს მაგრამ ფაქტია რომ დანიშნეს და საღოლ , ძაან მაგარია!
გუჯი
21 დეკემბერი 2020 06:38
4
ფარერებში რა ქნა და იქ რას იზამს, კაცო!
ჰაჰა
21 დეკემბერი 2020 05:29
11
ვინც მაგას ფარერებთან წაგებას აბრალებს ფეხბურთის გარტყმაში არაა. ჩხეტიანის მიერ არეული გუნდი ჩაიბარა და სულ რაღაც მეორე თუ მესამე თამაში იყო მისთვის. უსაქმური და ყომარბაზი ადამიანისთვის ყველაფერი მარტივად და ერთ თამაშში უნდა კეთდებოდეს.
mmm
21 დეკემბერი 2020 11:20
1
ფარერებში ამან კი არა ბიჭებმა "ჩთაისვარეს".
ანესთეზეოლოგი
21 დეკემბერი 2020 08:26
1
თუ პიროვნებაა:) წაიყვანოს ქართველი:) მაშინ ვიტყვი ტყუილა არ გვიჭმევია მაგისთვის პურითქო:) :) :) :)
ჯიმა
21 დეკემბერი 2020 01:08
13
მართლა არ მესმის რატომ ? )) თუ საქართველოს ლიგაში ეძებდნენ მწვრთნელს ჭიაბრიშვილი მიეწვიათ ვოტფორდში ძალიან კარგი რეზულტატი დადო ევროთასებზე. მივულოცავ ჩისკოს ამ წარმატებას მაგრამ მართლა გაუგებარია რათ ინდოდა ვოტფორდს ჩისკო ან რა დაინახეს ჩისკოში
Gio
21 დეკემბერი 2020 00:24
13
:D :დ გამაცინეეეეეეეეეეე
ოგანესიანი
21 დეკემბერი 2020 10:48
2
დაერხათ ქართულ კლუბებს,ეხლა ყველაფერს მოუყვება მოურინიოს,კლოპს, გვარდიოლას,არტეტას და ანჩელოტის.
აუფ..
21 დეკემბერი 2020 20:49
1
ჩხეტიანის "დაყენებულმა" დინამომ რომ წააგო მეცხვარეებთან ჩისკოს ბრალი იქ იყო უმინიმალურესი! ჩისკო ჯერ შარშან არ უნდა გაეშვა ფიფიას და წელს ევროპაზე შედეგს დადებდა! ჩისკო იმსახურებს და კიდევაც ექნება დიდი წარმატებები აი აქ სულ სხვას რომ განიკითხავენ და თავად რომ არაფერს წარმოადგენენ იმ ბოღმაჯოებს რა ეშველებათ!
ლადო
21 დეკემბერი 2020 11:43
1
ადიოს-ო მაინც გეთქვა შე კაცო
Homeros
21 დეკემბერი 2020 02:09
6
წარმატებები, კარგი ფეხბურთელი, კარგი მწვრთნელი და კარგი ადამიანი!
იმედია ვინმე ქართველს მისცემს შანსს ახალ გუნდში ;)
გიორგი
21 დეკემბერი 2020 20:02
2
ეჭვი მეპარება დინამოში მიღწეული შედეგების გამო მიეწვიათ.
პელიდი
21 დეკემბერი 2020 12:37
0
საოცარია ნამდვილად.მაგრამ ძალიან კარგია.ეს დინამო თბილისის და საქართველოს ჩემპიონატის პრესტიჟის ამაღლებასაც უწყობს ხელს.წარმატებები ჩისკოს.რავიცი,ალბათ ჩვენ ვერ ვაფასებთ ჩვენს ჩემპიონატს და მის მოგებას არაფრად მივიჩნევთ და მწვრთნელს მითუმეტეს არ ვუთვლით არაფერში.ამ დინამომ ყველა კონკურენტი უშუალოდ ურთერთდაპირსპირებებბში დაამარცხა,თან ყველა დამაჯერებლად.აი ფარერები მართლა აუხსნელი მოვლენაა,საოცრება.ამას ვერასდროს დაივიწყებს გულშემატკივარი და არასდროს აპატიებს დინამოს.ჩისკო კი ახლა გამოჩნდება ნამდვილად მწვრთნელია თუ უბრალოდ რომანას ამოჩემება..ისე მართლა საიდან სადაო სასწაულია პირდაპირ.
master
21 დეკემბერი 2020 11:14
2

სიახლეები პოპულარული