"ტრავმიდან 2 დღის შემდეგ საავადმყოფოში მივედი და აღმოვაჩინე, რომ მუხლში კბილი იყო გაჭედილი. ბევრი სისხლისა და ცრემლის შემდეგ ექიმი მეუბნება: შენს მუხლში ვიღაცის კბილია". გაოგნებული ვიყავი: "რას ამბობთ, ალბათ მეხუმრებით!"
მუხლში სერიოზული ინფექცია უკვე დაწყებული იყო. საბედნიეროდ, ექიმებმა ჩინებულად იმოქმედეს. საავადმყოფოს პარასკევს მივმართე, ექიმმა კი მითხრა, შაბათს რომ მივსულიყავი, ყველაფერი სხვანაირად იქნებო
და.
ყველაფერი უფრო სერიოზულად და ცუდად შეიძლებოდა დასრულებულიყო. საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა", - განაცხადა იბერემ.
ფეხბურთელმა ტრავმა 2019 წლის ოქტომბერში მიიღო. იმ დროს "კემბრიჯი" ინგლისის მეორე ლიგაში თამაშობდა, იბერე კი 36 წლის გახლდათ.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით