"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელ ხოსეპ გვარდიოლას ქცევის შესახებ გააკეთა.
"დიდი ხნის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ცუდი საქციელის საუკეთესო მაგალითი ვიყავი, ამისთვის კი სულ მსჯიდნენ. ახლა კი მიმაჩნია, რომ კარგი მოქმედების ბრწყინვალე მაგალითი ვარ და ვფიქრობ, მსაჯებიც ამავე აზრზე არიან.
ვხედავ, ვიღაც-ვიღაცები მიუღებელ რამეებს აკეთებენ. ისინი ისეთი მიმართულებით მიდიან, რასაც ცხოვრებაში არასდროს გავაკეთებდი, თუმცა მაინც არაფერი ხდება. მე შემიძლია ამაზე საუბარი, რადგან ვიცი, რასაც ნიშნავს. ასეთ მოქმედებებს ყოველდღე ვხედავ.
არასწორი საქციელებისთვის იმიტომ არ ისჯებიან, რომ ამის
შესახებ არ ვლაპარაკობთ", - განაცხადა ჟოზემ.
პორტუგალიელი სპეციალისტი იმ შემთხვევას გულისხმობდა, რომელიც "მანჩესტერ სიტისა" და "ვესტ ბრომვიჩს" შორის გამართული მატჩის (1:1) ბოლოს მოხდა. გვარდიოლა დამხმარე მსაჯს მივარდა და ტანსაცმლით დაიჭირა, თუმცა ამის გამო არავის დაუსჯია. მწვრთნელს არ მოეწონა, რომ მსაჯმა შეხვედრას მხოლოდ 4 წუთი დაამატა, მიაჩნდა, რომ ეს არასაკმარისი იყო.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით