ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 2024 წლამდე ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა.
Sky Sports-ის ცნობით, მიზნად ერთ-ერთი ნაკრების მიერ 2024 წლამდე დიდი საერთაშორისო ტურნირის მოგება დაისახეს. მათი კაცთა და ქალთა ნაკრებები მსოფლიოს უკანასკნელ ჩემპიონატებზე ნახევარფინალში გავიდნენ, ახლა კი მიზანი თუნდაც ერთ-ერთი მათგანის გამარჯვებაა.
აგრეთვე დაგეგმილია მასობრივი ფეხბურთისათვის 5 000 ახალი სტადიონის გახსნა. ინგლისური ფეხბურთის უმაღლესი ორგანო კორონავირუსის გამო 340 მილიონ ევროს იზარალებს.
კაცთა მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წელს ყატარში ჩატარდება, ხოლო ქალთა - 2023 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
დაეტიეთ ბიძიკო სახლში, გაიუქმეთ ყატარის ბილეთები)))