"რეალმა" ნახევარმცველ მარტინ ედეგორის თხოვნა დააკმაყოფილა და იჯარით "არსენალში" გაუშვა.
ლონდონურ გუნდში ედეგორი სეზონის ბოლომდე დარჩება და 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ეს სიამოვნება "არსენალს" 1.8 მილიონი ფუნტი დაუჯდება.
ამ სეზონში ედეგორმა 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 40 მილიონი ევროა.