პირველ ტაიმში "წითელმა ეშმაკებმა" 2 უპასუხო ბურთი გაიტანეს, რითაც დიდი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მერსისაიდელებმა მეორე ტაიმის დებიუტშივე წონასწორობის აღდგენა მოახერხეს.
მატჩის 70-ე წუთზე სკოტ მაკტომინიმ "მანჩესტერი" კვლავ დააწინაურა. თითქოს და სოლსკიეაერის გუნდი დაგეგმილი 3 ქულისკენ მიდიოდა, მაგრამ მატჩის ბოლო წამებზე კალვერთ ლუინმა ანგარიში გაათანაბრა და "ევერტონს" 1 ქულა მოუტანა.
მანჩესტერ იუნაიტედი - ევერტონი
3 : 3
1:0 ედინსონ კავანი (24), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (45), 2:1 დუკურე (49), 2:2 ხამეს როდრიგესი (52), 3:2 სკოტ მაკტომინი (70), 3:3 კალვერთ ლუინი (90+5).
23 ტურის შემდეგ "მაჩესტერ იუნაიტედი" 45 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. "ევერტონს" კი 21 მატჩის შემდეგ 37 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს.
"წითელი ეშმაკები" მომდევნო მატჩს 14 თებერვალს, "ვესტ ბრომვიჩის" წინააღდმეგ გამართავენ, "ევერტონი" ამავე დღეს "ფულემს" დაუპირისპირდება.
"წმინდანები" ჯოჯოხეთში - "მანჩესტერი" - "საუთჰემპტონი" 9:0! [VIDEO]