"ასე განაგრძეთ და 30 წელში მორიგ ტიტულს მოიგებთ..." - როი კინი მტრის განადგურებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
გუშინ, 23-ე ტურში, "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 1:4 დამარცხდა. 

ეს ფაქტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, როი კინს არ გამოჰპარვია. 

"ასე განაგრძეთ და 30 წელში მორიგ ტიტულს მოიგებთ. ჩემთვის "ლივერპული" ცუდი ჩემპიონია. შესაძლოა, თქვათ, რომ ეს სეზონი წყეული კორონას გამო საშინელებაა, მაგრამ თქვენ ჩემპიონები ხართ, თქვენ "ლივერპული" გქვიათ. 

მათ ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოწვეულმა წარმატებამ თავბრუ დაახვიათ, ნანატრი ტიტულის მოგების შემდეგ კი მიწაზე ვერ დაეშვნენ. 

როცა ტიტული მოვიგე, მე სხვა განწყობა მქონდა, მოვიგებ კიდევ ტიტულს? არასდროს გამიგია მერსისაიდელი ფეხბურთელისგან,
თუ რა იყო მომდევნო ნაბიჯი, არასდროს გამიგია მათგან "ჩვენ კიდევ გვსურს მოგება". 

ჩემპიონობის შემდეგ ოთხეულში მოხვედრაზე საუბრობენ. ხალხი მეუბნება, "ლივერპული" დიდი კლუბიაო. თუ დიდი კლუბია, ჩავარდნებსაც უნდა გაუმკლავდეს. ეს ხომ თამაშის ნაწილია. 

თუ გუნდს დანაკლისი არ ექნება, ეს შესანიშნავი იქნება, მაგრამ ასე არაა. "ლივერპულს", დანაკლისის მიუხედავად, შემტევი ტრიო მოედანზე ჰყავს. საპასუხოდ, "მანჩესტერ სიტის" ამ მომენტისთვის ორი საუკეთესო ფეხბურთელი, კუნ აგუერო და კევინ დე ბრუინი არ ჰყავდა", - განაცხადა როი კინმა. 

მომზადებულია skysports-ის მიხედვით

alt"მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" გაანადგურა და მიჯრით მე-14 გამარჯვება იზეიმა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული