"მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" გაანადგურა და მიჯრით მე-14 გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 23-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 4:1 სძლია "ლივერპულს".

პეპ გვარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-14 გამარჯვება იზეიმა, რაც კატალონიელის სამწვრთნელო კარიერის რეკორდია. აღსანიშნავია, რომ "სიტიმ" კარში 5-ჯერ დაარტყა (ყველა მეორე ტაიმში) და 4 გოლი გაიტანა.

ბოლოს "სიტის" გასვლაზე "ლივერპული" 2003 წელს ჰყავდა დამარცხებული და მოუგებელი 19-მატჩიანი სერია შეწყვიტა.

"ლივერპულმა" ჩემპიონატზე ზედიზედ 3 საშინაო მარცხი 1963 წლის შემდეგ პირველად განიცადა, 4 გოლი სახლში კი ერთ მატჩში 2009 წლის მერე პირველად გაუშვა.

ნამატჩევს "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ თავისი გუნდის
თამაში მოეწონა, მაგრამ შეხვედრის ბედი მეკარე ალისონის ორმა შეცდომამ გადაწყვიტა.

"მანჩესტერ სიტი", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 50 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მანჩესტერს" 5 ქულით უსწრებს, ხოლო მე-4 პოზიციაზე მყოფ "ლივერპულს" - 10 ქულით.

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - მანჩესტერ სიტი 1:4
გოლები: 0:1 გიუნდოგანი (49), 1:1 სალაჰი (63, პენ), 1:2 გიუნდოგანი (73), 1:3 სტერლინგი (73), 1:4 ფოდენი (83)
გამოუყენებელი პენალტი: გიუნდოგანი (37)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მგონი ლივერპულის,რეგრესი იწყება. ასეა მწვერვალზე, რომ ადიან იქიდან ხომ უნდა ჩამოვიდნენ? ესეთი კრიზისები, ყველა გრანდის ხვედრია.
1
ყოჩაღ სიტი!!!! ლივერპულ კ ა პ უ ტ!
gela
12:07 08-02-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული