"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოსთან გულთბილ ურთიერთობაზე ისაუბრა.
"მე მომწონს ჩვენი ურთიერთობა. პირადად მე არ მომწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მე მომწონს ჩემი საქმიანობა, გვჭირდება ვარჯიში და არა პრეს-კონვერენციები, რადგან თამაში თვითონ საუბრობს გუნდში არსებულ სიტუაციაზე, თუმცა ჩემი ვალდებულებაა წარვსდგე თქვენს წინაშე და ვისაუბრო.
მე ის მწვრთნელი არ ვარ, რომელიც გამოდის და სხვა კლუბებსა და მწვრთნელებზე საუბრობს. მე ფეხბურთზე ვსაუბრობ. ამიტომ ვარ მწვრთნელი და ამიტომაც ვარ დღეს აქ.
შესაძლოა თქვენ სიტუაციის გამძაფრებას ელოდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჟოზე "მანჩესტერ
იუნაიტედში" დაინიშნა, მაგრამ რატომ უნდა შევეჯიბროთ მწვრთნელები ერთმანეთს?
მე არ ვაქცევ მსგავსს ყურადღებას. მე და მოურინიოს კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ უამრავ საკითხში ვეთანხმებით ერთმანეთს.
დღეს ის "ტოტენჰემში" მუშაობს, მე "მანჩესტერ სიტიში". ჩვენ ჩვენი გუნდის წინსვლისთვის ვმუშაობთ და იმის დრო, რომ სხვა ვაკრიტიკოთ ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ გუნდის თამაშზე ვფიქრობთ" - განაცხადა პეპმა.
შეგახსენეთ, დღეს, 13 თებერვალს პრემიერ ლიგის 24-ე ტურში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
მომზადებულია sports-ის მიხედვით