"მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ, რეალურად რა სურთ მათ..." - მარტინ ოდეგორი

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის გარეთ კიდევ ერთ წელს გაატარებს, მარტინ ოდეგორი "მეთოფეების" კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს. ასევე მან დასძინა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა სურს მადრიდის "რეალს" და რა გეგმა აქვს მომავალში. 

"არსენალში" ბედნიერი ვარ. ამ სეზონის შემდეგ ვნახოთ, თუ რა იქნება. მე "რეალის" კუთვნილება ვარ. ამრიგად, ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ. მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ, რეალურად რა სურთ მათ", - განაცხადა Sky Sport Deutschland-თან ნორვეგიელმა. 

ზოგადად, პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის გამო ესპანელებს არ სჯერათ, რომ ოდეგორს ინგლისელები გამოისყიდიან. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt

"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული