მოდელი, ფიტნესინსტრუქტორი - ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების სუპერსექსუალური მეორე ნახევრები

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ტრიბუნაზე მსხდომი გლამურული მეორე ნახევრების შემადგენლობაც რადიკალურად განსხვავებული იქნება. 

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა, the sun-ი კი გთავაზობთ მათ მეუღლეებს, რომლებიც "სამ ლომს" ზაფხულში დიდებული და ნანატრი ტიტულის მოსაგებად გაახალისებენ.

Sportall.Ge

მარკუს რეშფორდი და ლუსია ლოი უკვე დაშორდნენ ერთმანეთს. ამრიგად, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ნახევრების ახალი შემადგენლობა იქნება. 

ასევე ფასდება ჯორდან ჰენდერსონის, ჰარი მაგუაიერისა და კალვინ ფილიპსის ტრავმის სიმძიმე, რომელიც რამდენიმე დღეში გაირკვევა. საუთგეითმა 26-კაციანი შემადგენლობა 1-ელ ივნისამდე უნდა დაასახელოს. 

რამდენიმე ვარსკვლავი იმ ქალბატონებს დაშორდა, რომლებიც 2018 წელს მათთან ერთად იმყოფებოდნენ. ამრიგად, საინტერესოა, თუ როგორი შემადგენლობით იქნებიან საყვარელი ადამიანები.

მეგან დევისონი (ჯორდან პიკფორდი)

"ევერტონის" მეკარემ, ჯორდან პიკფორდმა, თავის ბავშვობის სიყვარულზე, მეგან დევისონზე გასულ წელს იქორწინა. წყვილს მალდივებზე დიდებული ქორწილის გადახდა სურდა, თუმცა ეპიდვითარებამ ყველაფერი გააფუჭა.

Sportall.Ge

მალდივების ნაცვლად წყვილმა პატარა ცერემონიალი გამართა, სტუმრად კი რამდენიმე ადამიანი ჰყავდათ. ისინი ერთმანეთს ნიუმისტერის სკოლაში შეხვდნენ, მას შემდეგ კი წყვილს დიდი სიყვარული აკავშირებს. 

ფერნ ჰაუკინსი (ჰარი მაგუაიერი)

ფერნი ჰარი მაგუაიერის მეუღლეა. ისინი ერთმანეთს 2011 წელს შეხვდნენ, მას შემდეგ კი ერთად არიან. 

Sportall.Ge

წყვილს ორი ქალიშვილი (ლილი და პიპერ როუზი) ჰყავს. თავისი ოჯახით ამაყ ფერს უყვარს საკუთარ "ინსტაგრამზე" ოჯახური სიტუაციის გამოქვეყნება. 

ქლო ვილენს ვატი (მეისონ მაუნტი)

ქლო ვილენს ვატი და მეისონ მაუნტი ერთმანეთს 2017 წელს შეხვდნენ, მას შემდეგ კი ერთად არიან. 

Sportall.Ge

ქლოი მეისონთან ერთად დუბაიში ისვენებდა, როდესაც მათ საჯაროდ გაავრცელეს ფოტო, რასაც ლონდონში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. 

კეიტ კეინი (ჰარი კეინი)

კეიტის ჰობი ფიტნესინსტრუქტორობა გახლავთ. 2-გზის "ოქროს ბუცის" მფლობელმა ის 2017 წელს გაიცნო. 

Sportall.Ge

ბედნიერ წყვილს ორი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავს (ივი, ვივიენი და ლუისი). 

პეიჯ მილიანი (რაჰიმ სტერლინგი)

წყვილი 2018 წელს დაქორწინდა. იმავე წელს მათ ვაჟი ტიაგო შეეძინათ. 

Sportall.Ge

პეიჯი "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია, ძირითადად კი გვერდზე ოჯახის ფოტოებს შეხვდებით.

იხილეთ გაგრძელება
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰარი კეინი გოლების გარდა თურმე ბავშვებსაც ინტენსიურად აკეთებს,2017 წლის შემდეგ 3 ბავშვი არ არის ხუმრობა.
alex
09:25 27-05-2021
0

სიახლეები პოპულარული