ინგლისის საფეხბურთო ისტორია შეიცვლება - FA-ს ქალი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას, ისტორიაში პირველად, ქალი უხელმძღვანელებს - 2022 წლის იანვრიდან FA-ს სათავეში 57 წლის დები ჰიუითი ჩაუდგება.

ქალბატონი ორგანიზაციის 7-მა წევრმა ერთხმად აირჩია და კანდიდატურის დადასტურების შემდეგ დები FA-ს დროებით ხელმძღვანელ პიტერ მაკქორმიქს ჩაანაცვლებს.

"მიხარია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელად ამირჩიეს. როგორც ბოლო თვეებმა აჩვენა, ეს პერიოდი ინგლისური ფეხბურთისთვის განსაკუთრებული მომენტია. ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს განსაზღვრული მიზანი თამაშების გრძელვადიანი უზრუნველყოფისა ყველა დონეზე", - ციტირებს დების FA-ს პრესსამსახური.

ჰიუითი დიდი ბრიტანეთის სამეფო ავტოკლუბის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა. ამჟამად ქალბატონი Visa Europe-ის,
The Restaurant Group plc-ის, BGL Group-ისა და White Stuff-ის დირექტორის მოადგილეა.

2020 წლის შემოდგომაზე FA-ს ხელმძღვანელის პოსტი გრეგ ქლარქმა რასისტული გამონათქვამის გამო დატოვა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის 157 წლის ისტორიის მანძილზე კი დები ჰიუითი პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ გადაირია სამყარო!
G.A.L.
17:53 08-06-2021
0
გენდერული თანასწორობა?!!!! ვაი ჩვენი ცოდვა.
kote
16:21 08-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული