ვარანი ინგლისურ გრანდში გადადის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" განაგრძობს მადრიდის "რეალის" ფრანგი მცველის, რაფაელ ვარანის ტრანსფერზე მუშაობას და როგორც ESPN აცხადებს, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

მადრიდელები ვარანის გასაშვებად მზად არიან, თუ "ეშმაკები" შესაბამის თანხას გადაიხდიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფრანგ მცველს კონტრაქტი 1 წლის შემდეგ უმთავრდება.

თავიდან "იუნაიტედი" "ვილიარეალის" მცველი პაუ ტორესის ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა საფრანგეთის ნაკრების ევრო 2020-დან გავარდნის შემდეგ ამ ვარიანტზე გადაერთო.

"რეალი" გასულ წელს ვარანის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა კი "მანჩესტერში" მის 50 მილიონად ხელში ჩაგდებას ვარაუდობენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ვარანზე სუსტი მცველი თუ არ ჩავთვლით საქართველოს ნაკრების მცველებს მე არ მინახავს, ყველა თამაში ჩააგდო რამოსის გარეშე რაც ითამაშა, ფეხით საერთოდ ვერ თამაშობს, ბურთი ვერ ამოაქვს, ტექნიკა ნული, ერთი-ერთზე ყველა ნორმალური თავდამსხმელი ატყუებს, ერთადერთი პლიუსი შეიძლება იყოს თავის საჯარიმოდან თავით ბურთის გამოტანა.უბრალოდ მაგრად გაუმართლდა რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა და დააგროვა ტიტულები, თორემ ამისთანა მცველები კონა ათი შაურია
მამუკა
18:41 01-07-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული