პრემიერ ლიგის მე-2 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა "მანჩესტერ სიტიმ" "ნორვიჩს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით 5:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე, მე-7 წუთზე ტიმ კრულის მიერ გატანილი ავტოგოლით გახსნეს, 15 წუთის შემდეგ "ქალაქელების" რიგებში ჯეკ გრილიშმა თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში "სიტი" კიდევ უფრო გააქტიურდა, 64-ე წუთზე აიმერიკ ლაპორტემ მასპინძლების უპირატესობა 3 ბურთიანი გახადა. პეპ გვარდიოლას შეგირდები ამაზე არ შეჩერდნენ და კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს, თავი რაჰიმ სტერლინგმა (71-ე წუთი) და რიად მაჰრეზმა (84-ე წუთი) გამოიჩინეს.
ამრიგად, მოქმედი ჩემპიონები 2
ტურის შემდეგ 3 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, "ნორვიჩი" 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
"სიტი" მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს, "არსენალის" წინააღმდეგ გამართავს, "იადონები"ამავე რიცხვში "ლესტერს" დაუპირისპირდებიან.