რონალდო გვარდიოლას ესაუბრა - ტრანსფერი განსახორციელებლად მზად არის

AutoSharing Option
პორტუგალიელი ჟურნალისტი გონსალუ მენდეში ირწმუნება, რომ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა გადაწყვეტილია.

"რონალდო და "მანჩესტერ სიტი". მზად არის.

რონალდოს ესმის, რომ ვიდრე აშშ-ში გაემგზავრება, "მანჩესტერ სიტი" მისი საუკეთესო ვარიანტია. რონალდო უკვე ესაუბრა გვარდიოლას. ახლა ყველაფერი მენდესის ხელთაა... და "იუვენტუსის", - დაწერა გონსალუ მენდეშმა "ტვიტერზე".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სიტიმ" რონალდოს ორწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული