"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა გუნდში კრიშტიანო რონალდოს დაბრუნების შესახებ პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა.
"ფანტასტიკაა! ის ცეზარივით იყო, რომელიც რომში ტრიუმფით შევიდა: მივიდა, ნახა, გაიმარჯვა!
დაუჯერებელი გახლდათ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარი ბედნიერი იყო, ასეთი კი მილიონზე მეტი მაინც იქნებოდა,"- თქვა ფერგიუსონმა.
ინგლისში დაბრუნების პორტუგალიელმა "ნიუკასლთან" გამართულ (4:1) პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა.
მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით