
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ნახევარმცველმა ლუკას მოურამ "ტვიტერზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც სოციალური ქსელების გათიშვას გამოეხმაურა.
"WhatsApp-ის, Instagram-ისა და Facebook-ის გათიშვის გამო ცოტა ხანი ცოლსაც გამოველაპარაკე. კარგი ადამიანი ჩანს", - იხუმრა ბრაზილიელმა.
გუშინ, 4 ოქტომბრის საღამოდან მოყოლებული, კარგა ხნის მანძილზე WhatsApp-ის, Instagram-ისა და Facebook-ის პლატფორმებზე შესვლა შეუძლებელი იყო.