კრისტიან ერიკსენი: მოურას ინგლისში ძეგლი უნდა დაუდგან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსის" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა გააკეთა.

"გასაოცარი თამაში იყო. ვაგებდით, ვიბრძოლეთ და გაგვიმართლა.

"აიაქსი" მეცოდება, მათ კარგად ითამაშეს. ჩვენ მეტი მომენტი შევქმენით, მათ კი უკეთ ითამაშეს.

როგორი შვებაა! ფინალი - ეს ოცნებაა. პირველმა გოლმა მუღამზე მოგვიყვანა და მეტოქეზე ზეწოლა განვახორციელეთ.

გაგვიმართლა, რომ ბოლოს ბურთი საჭირო მიმართულებით წავიდა. მოურამ დიდებული მატჩი ჩაატარა. მან მოგვაპოვებინა გამარჯვება. იმედია, ამის გამო ინგლისში ძეგლს დაუდგამენ", - განუცხადა ერიკსენმა BBC-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული