"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავდამსხმელი ლუკას მოურა ჰარი კეინთან დაკავშირებულ ჭორებს გამოეხმაურა.
"რთულია განიხილო მომავლის მოლაპარაკებები, მით უმეტეს, თუ ეს სხვას ეხება, ეს ხომ პირადი არჩევნის საკითხია. დარწმუნებული ვარ, "ტოტენჰემი" ჰარი კეინის ტრანსფერის შეთავაზებას ყოველ წელს იღებს.
რა თქმა უნდა, ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ მე გამიხარდებოდა, თუ ჰარი ჩვენთან დარჩება. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი შეცვლა მარტივი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, ჟოზე მოურინიოსაც აქვს მასთან დაკავშირებით გეგმები, რამდენადაც ჰარის პრაქტიკულად ყველა მატჩში გააქვს გოლი", - ციტირებს მოურას Sky Sports-ი.
მიმდინარე სეზონში კეინის ანგარიშზე
25 მატჩში 17 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.