განაგრძეთ, იცოდეთ, მაინც მოგაკეტინებთ - რონალდო აღელდა...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ მისი კრიტიკოსების შესახებ ისაუბრა.

"ვიცი როდის სჭირდება გუნდს დაცვაში დახმარება. თუმცა, კლუბში ჩემი როლი გამარჯვება და გოლის გატანაში გუნდისათვის დახმარებაა, დაცვითი მოქმედება კი ჩემი სამუშაოს ერთი ნაწილია...

ვიღაც-ვიღაცებს არ უნდა ამის დანახვა, რადგან მათ არ მოვწონვარ. სიმართლე გითხრათ, 36 წლისა ვარ, ყველაფერს ვიგებ და ვიდარდებ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჩემ მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვთ?

კარგად მძინავს. ლოგინში სუფთა სინდისით ვწვები. თქვენ კი განაგრძეთ, რადგან მე ისევ გავიმარჯვებ და მოგაკეტინებთ.

კრიტიკა ბიზნესის ნაწილია, ეს მე არ
მანერვიულებს. გულწრფელად რომ ვთქვა, კრიტიკა კარგი რამეა. თუ ადამიანები ჩემს ამბავს განიცდიან ან ჩემ შესახებ საუბრობენ, ეს იმიტომ, რომ ესმით რა პოტენციალი მაქვს, ფეხბურთში რისი მიღწევა მსურს.

თუ გნებავთ კლასის ოროსნებს ხუთოსნების შესახებ ჰკითხეთ მოსწონთ თუ არა ისინი, პასუხი უარყოფითი იქნება,"- თქვა რონალდომ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინმე გამახსენებთ ბოლოს როდის გინახავთ ასე დაბრუნდეს 36 წლის კაცი ..... ლეგენდააა
მამუკა
03 ნოემბერი 2021 13:13
0
xooo. Atalantastanac penaltebit itana araaaa. Bolos vis gaxsovt aseti dabruneba yofil gundshi haa??? 37Isaa lamis da ubralod uyuret da datkbitt
mamuka
03 ნოემბერი 2021 13:03
0
კი გასცა პასუხი ამ ინტერვიუს მერე, საკუთარ კედლებში, ოცნებების თეატრში სამარცხვინოდ დათმეს შეხვედრა პრინციპულ მეტოქესთან. მანჩესტერი 0:5 ლივერპული… მსაჯს მადლობა უთხრას მარტო ყვითელი რომ უჩვენა…
გიორგი
25 ოქტომბერი 2021 12:49
1
ერთი-ორი პენალტი უნდა დაედოთ პედიკიურასათვის, მაგრამ დაჩაგრეს და არ დაუდეს, რა ექნა იე როგორ გაეტანა აბა :)))))))
პენალდუ
25 ოქტომბერი 2021 10:54
3
მშვენიერი პასუხია. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში (ჩვენთან, უპირველესად) ოროსნებს მიყავთ პარადი.
!
24 ოქტომბერი 2021 14:08
8
თუ კლასში ერთი ხუთოსანია და 20 ოროსანი,ერთი კაცი პარადს ხომ ვერ წაიყვანს?პარადიც უმრავლესობის ლიდერს მიჰყავს,ესე იგი ყველაზე უფრო ოროსანს
სოსო
24 ოქტომბერი 2021 21:36
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული