რონალდოს მაგარი საგოლე პასი, მაგარი გოლი და კიდევ უფრო მაგარი არჩათვლილი გოლი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლივერპულთან" 0:5 განადგურების შემდეგ "მანჩესტერმა" პრემიერლიგის მე-10 ტურში სტუმრად დამაჯერებლად სძლია "ტოტენჰემს" – 3:0.

რონალდომ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა და პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ერთ მატჩში მოახერხა. მან დიდიე დროგბას რეკორდი დაამხო. კრიშტიანომ "ტოტენჰემის" კარი კარიერაში მეთერთმეტედ დალაშქრა - ყველაზე მეტი გოლი ინგლისში "დეზებს" გაუტანა.

"მანჩესტერი", რომელმაც ჩემპიონატზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 17 ქულით მეხუთე ადგილზეა და 6 ნოემბერს "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს, იქამდე კი, 3 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოში "ატალნტას" დაუპირისპირდება.

ლონდონი. "ჰოთსპური". 60 356
მაყურებელი

ტოტენჰემი - მანჩესტერი 0:3
გოლები: 0:1 რონალდო (39), 0:2 კავანი (64), 0:3 რეშფორდი (86)

მკითხველის კომენტარები / 2 /
წელს რონალდუმ 13 გამარჯვების გოლი გაიტანა ამდენივე გადამწყვტი გოლი აქვთ ჯამში ორივეს ერთად გატანილი ლევანდოვსკის და მესის.
ამაშია საქმე
20:46 01-11-2021
0
მორიგი შედევრი ყველაზე მაგარი ფეხბურთელისგან.ისტორიაში მხოლოდ სამი ფეხბურთელი არსებობს რომლებიც წლები მარტო წყვიტავდნენ გუნდების ბედს.პელე,მარადონა და კრიშტიანო.მათთან ვერავინ მივა იმიტომ რომ ხასიათით ლომები არიან.
ეს კოსმოსია
13:25 31-10-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული