"ჩვენ ერთმანეთს ვგავართ..." - საჰა რონალდოს საკუთარ თავს ადარებს

AutoSharing Option
2004-08 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში" მოასპარეზე ლუის საჰა კრიშტიანო რონალდოს იხსენებს. ექსფეხბურთელის თქმით, ოლე გუნარ სოლსკიაიერი იღბლიანია, რადგან გუნდში პორტუგალიელი ჰყავს.

"სოლსკიაიერს ძალიან გაუმართლა, რომ რონალდო დაბრუნდა. ის უცხოპლანეტელია. მას ნებისმიერ გუნდსა და ლიგაში თამაში შეუძლია, მისთვის შესაფერისი ოდენობის გოლს კი ნებისმიერ მომენტში გაიტანს. მისი მსგავი თავდადება და წარმატებისთვის მსხვერპლის გაღების შესაძლებლობა არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს.

თუ რომელიმე სპორტსმენს არა მხოლოდ ფეხბურთით, არამედ სოციალური ქსელითა და ავტორიტეტით მსოფლიოს გარშემო გავლენა აქვს, ეს უპირობოდ კრიშტიანოა. ის ადამიანებისთვის შთაგონების წყაროა, თუ როგორი
უნდა იყოს წარმატებული ადამიანი.

ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რადგან ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, ორივეს ბოლომდე დახარჯვა გვიყვარს. თუ შენ კრიშტიანო, როგორც თანაგუნდელი, არ მოგწონს, მაშინ შენ მიზნისთვის ბოლომდე დახარჯვა არ გიყვარს.

ამასთან ერთად, პორტუგალიელი კარგი ადამიანია, ყოველთვის გაგიღიმებს, პატივს გცემს, მეორე მხრივ კი, ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, რომ მისგან თავის დაცვა შეუძლებელი იყო. სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან კიდევ", - განაცხადა საჰამ Sport Integrity Global Alliance-თან (SIGA) ინტერვიუში.

ექსფრანგმა სპორტსმენმა ასევე განაცხადა, რომ "ოქროს ბურთი" ქარიმ ბენზემას ეკუთვნის. ასევე მოსწონს მოჰამედ სალაჰის ვარიანტიც.

მომზადებულია MARCA-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული