"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალს" ფლორენციის "ფიორენტინას" სერბი ფორვარდის, დუშან ვლაჰოვიჩის შეძენა ძალიან სურს და უკან დახევას არ აპირებს.

"მეთოფეებმა" მოლაპარაკებების პირველი ეტაპი იტალიელებთან უკვე გამართა. "ფიორენტინას" გენდირექტორი ჯო ბარონე და სპორტული დირექტორი დანიელე პრადე ლონდონში "კანონირების" მიზნების გასაგებად გაფრინდნენ.

"არსენალი" მზადაა "ფიორენტინას" მიერ მოთხოვნილი 80 მილიონი ევრო იანვარშივე გადაიხადოს. ლონდონელები ნაწილს ფიქსირებულად გაიღებენ, ნაწილს კი - ბონუსებად.

კლუბები კი არიან ახლოს შეთანხმებასთან, მაგრამ ფეხბურთელსა და მის აგენტს "არსენალში" გადასვლა დიდად არ ხიბლავთ. ვლაჰოვიჩის მხარე უფრო მიმზიდველ წინადადებას ელოდება და ზაფხულამდე მოსაცდელად მზადაა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ფორვარდმა სერია A-ში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მომზადებულია gianlucadimarzio.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული