"იუვენტუსს" ლუკაკუ სურს, "ჩელსის" - ვლაჰოვიჩი; მხარეები მოლაპარაკებას განაგრძობენ

AutoSharing Option
"იუვენტუსი" მზადაა დუშან ვლაჰოვიჩი რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ გუნდიდან გაუშვას.

მოგეხსენებათ, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობამ სერბი ფორვარდის თაობაზე გაკეთებული პირველი წინადადება დაბლოკა. როგორც ცნობილია, "არისტოკრატები" მზად იყო, რომ შემტევის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაეხადა.

უკანასკნელი ცნობით, "ბებერი ქალბატონის" უფროსობა დუშანის ფასს 25 მილიონ ევრომდე დაუწევს იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერში რომელუ ლუკაკუც იქნება ჩართული.

შეგახსენებთ, ბელგიელი "ჩელსის" საკუთრებაა, გასული სეზონი კი "ინტერში" ჩაატარა, სადაც 25 შეხვედრა გამართა და თავი 10 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება ვლაჰოვიჩს, 27 ჩატარებულ მატჩში სერბმა მეტოქის კარი 10-ჯერ აიღო.

მომზადებულია
Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული