"მანჩესტერს" "სიტისთან" რონალდომაც ვეღარ უშველა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „მანჩესტერი“ 2:0 დაამარცხა - პირველად ჩემპიონატზე ბოლო 2.5 წელიწადში და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მატჩი „ქალაქელთა“ უპირატესობით მიმდინარეობდა და უპრობლემოდ სძლიეს მეტოქეს, რომელსაც ამჯერად რონალდო ვერაფრით დაეხმარა.

„სიტი“ 23 ქულით მეორე ადგილზეა და 21 ნოემბერს „ევერტონს“ უმასპინძლებს, ხოლო 17 ქულით მეხუთე პოზიციაზე მყოფი „მანჩესტერი“ 20 ნოემბერს სტუმრად „უოტფორდს“ დაუპირისპირდება.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 ბაიი (7, საკ. კარში), 0:2 ბერნარდო სილვა (45)

. „მანჩესტერმა“ ზედიზედ მე
-14 საშინაო მატჩში გაუშვა გოლი - ეს მის ისტორიაში მეორე ყველაზე უარესი შედეგია.
. ბაიი „იუნაიტედის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დერბიში ჩემპიონატზე ავტოგოლი გაიტანა.
. „სიტის“ მწვრთნელ გვარდიოლას არც ერთი ფეხბურთელი არ შეუცვლია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კრისტინკა დასეირნობდა მინდორზე.
სიტიმ მაგრად დაჩაგრა მანჩე.
19:43 06-11-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული