მე-13 წუთზე მასპინძელთა კართან კუთხურის ჩაწოდებისას ფრედმა დე ხეას ფეხზე დააბიჯა, მეკარე წაიქცა და შორიდან ცარიელ კარში გოლის გატანით სტუმრები სმირტ-როუმ დააწინაურა. ამის შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო რონალდომ „იუნაიტედი“ წინ გაიყვანა. 54-ე წუთზე ედეგორმა აღადგინა თანაფარდობა, 70-ე წუთზე კი ედეგორმა საკუთარ საჯარიმოში ფრედი წააქცია და კრიშტიანომ პენალტით თავის გუნდს ლამაზი გამარჯვება მოუპოვა.
- ბომბარდირთა ბომბარდირმა რონალდომ კარიერაში მე-800 და 801-ე გოლები გაიტანა, რაც რეკორდია. ამ სეზონში პორტუგალიელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 16 მატჩში 12 გოლია.
- ფერნანდეშმა „მანჩესტერში“ 100 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა გააკეთა - იმ პერიოდში, რაც ინგლისში თამაშობს, ეს საუკეთესო შედეგია.
- „მანჩესტერი“ დროებითმა მწვრთნელმა მაიკ კერიკმა დატოვა, რომელიც რალფ რანგნიკის შტაბში არ იმუშავებს. ის 15 წელი იყო ამ გუნდში - ჯერ როგორც ფეხბურთელი, მერე კი, როგორც მწვრთნელის თანაშემწე.
„არსენალი“ 23 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერი“ 21 ქულით - მეშვიდეზე.
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“. 73 123 მაყურებელი
მანჩესტერი - არსენალი 3:2
გოლები: 0:1 სმიტ-როუ (13), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (44), 2:1 რონალდო (52), 2:2 ედეგორი (54), 3:2 რონალდო (70, პენ)
მაგრამ, რას ერჩი, ჩასათვლელი ჩაითვალა - არც დაუნახიათ მოთამაშეებს (თვითონ ფრედის გარდა), რომ დეხეამ ტრამვა მიიღო, და მგონი არც არსად წესებში არ წერია, რომ თუ მეკარეს თავისი გუნდის ფეხბურთელი ტრამვას მიაყენებს და ამ დროს გოლი გავა - არ უნდა ჩაითვალოს.
ვფიქრობ, მსაჯებმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
ჩვენ მესის არ ვეჩხუბებით იმის გამო რომ რატო მიიღეო იმიტომ ვეკამათებით რომ არ აღიარა. თავისუფლად შეეძლო იმის თქმა რომ ლევანდოვსკის უფრო ეკუთვნოდა მართალია ამით ვერაფერს შეცვლიდა მაგრამ კაცობაში ჩაეთვლებოდა და ჰეითერებთან ცოტა მართალიც იქნებოდა, მაგრამ არა ასე არ მოიქცა რაც სამარცხვინიოა! სამარცხვინოა ასევე ისიც რომ მას მისცეს ოქროს ბურთი. ხოლო რაც შეეხება რონალდუს არ არის გამორიცხული ამ სეზონში იმდენი გოლი გაიტანოს რამდენიც წინა მანჩესტერი პერიოდში როდესაც მან თამაშობდა (საუბარია 2004-2009 წლებზე) არ გაუტანია.