მე-13 წუთზე მასპინძელთა კართან კუთხურის ჩაწოდებისას ფრედმა დე ხეას ფეხზე დააბიჯა, მეკარე წაიქცა და შორიდან ცარიელ კარში გოლის გატანით სტუმრები სმირტ-როუმ დააწინაურა. ამის შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო რონალდომ „იუნაიტედი“ წინ გაიყვანა. 54-ე წუთზე ედეგორმა აღადგინა თანაფარდობა, 70-ე წუთზე კი ედეგორმა საკუთარ საჯარიმოში ფრედი წააქცია და კრიშტიანომ პენალტით თავის გუნდს ლამაზი გამარჯვება მოუპოვა.
- ბომბარდირთა ბომბარდირმა რონალდომ კარიერაში მე-800 და 801-ე გოლები გაიტანა, რაც რეკორდია. ამ სეზონში პორტუგალიელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 16 მატჩში 12 გოლია.
- ფერნანდეშმა „მანჩესტერში“ 100 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა გააკეთა - იმ პერიოდში, რაც ინგლისში თამაშობს, ეს საუკეთესო შედეგია.
- „მანჩესტერი“ დროებითმა მწვრთნელმა მაიკ კერიკმა დატოვა, რომელიც რალფ რანგნიკის შტაბში არ იმუშავებს. ის 15 წელი იყო ამ გუნდში - ჯერ როგორც ფეხბურთელი, მერე კი, როგორც მწვრთნელის თანაშემწე.
„არსენალი“ 23 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერი“ 21 ქულით - მეშვიდეზე.
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“. 73 123 მაყურებელი
მანჩესტერი - არსენალი 3:2
გოლები: 0:1 სმიტ-როუ (13), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (44), 2:1 რონალდო (52), 2:2 ედეგორი (54), 3:2 რონალდო (70, პენ)
მაგრამ, რას ერჩი, ჩასათვლელი ჩაითვალა - არც დაუნახიათ მოთამაშეებს (თვითონ ფრედის გარდა), რომ დეხეამ ტრამვა მიიღო, და მგონი არც არსად წესებში არ წერია, რომ თუ მეკარეს თავისი გუნდის ფეხბურთელი ტრამვას მიაყენებს და ამ დროს გოლი გავა - არ უნდა ჩაითვალოს.
ვფიქრობ, მსაჯებმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.