"მისი მსგავსი არასდროს არავინ მინახავს..." - "იუნაიტედის" მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა

AutoSharing Option
როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რალფ რანგნიკი ოფიციალურად საქმეს სულ მალე შეუდგება.

ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანელმა სპეციალისტმა კრიშტიანო რონალდოზე, უფრო კონკრეტულად, მის ფიზიკურ კონდიციებსა და მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა.

"მისი მსგავსი არასდროს არავინ მინახავს. 36 წლის ასაკში ასეთ ფორმაში ყოფნა წარმოუდგენელია. საქმე მხოლოდ ამას არ ეხება, პორტუგალიელი მთელ გუნდს განვითარებაში ეხმარება, ეს კი კარგია, რადგან ყოველთვის უნდა მოვერგოთ იმ ფეხბურთელებს, როგორებიც გვყავს. ეს ყველაფერი ერთობა და გუნდური სულისკვეთებაა" - განაცხადა რალფმა.

"წითელი ეშმაკების" ახალმა თავკაცმა "არსენალთან" (3:2) შეხვედრაზეც ისაუბრა:

"შედეგით ძალიან გახარებული ვარ. ყველას ერთად შეგვიძლია დავინახოთ ის პოტენციალი, რაც გუნდს აქვს. მოუთმენლად ველი კვირა დღეს".

შეგახსენებთ, 5 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-15 ტურში, "იუნაიტედი" "კრისტალ პალასს" მასპინძლობს.

გერმანელმა სპეციალისტმა ასევე მოახლოებულ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა:

"ის დრო, რაც სატრანსფერო ფანჯრამდე დარჩა, საკმარისია იმისთვის, რომ გუნდი გავიცნო. ვფიქრობ, შობის შემდეგ უკვე შეიძლება დავიწყოთ ფიქრი ახალი ფეხბურთელების შეძენაზე, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, მგონია, რომ ახლა ტრანსფერების დრო ნამდვილად არ არის. მომავალთან დაკავშირებით მე და კლუბის ხელმძღვანელობას ერთი და იგივე აზრი გვაქვს. მნიშვნელოვანია, მენეჯმენტში დიდი გადაადგილებები არ მოხდეს" - განაცხადა რანგნიკმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
მთელ ინგლისს და პრემიერ ლიგას თავზე დააPრუწეს ... ეს ნარუსალი დაუნი იქ რომ ჩაათრიეს.
0
მაგარია რონი :) :)
პელე
18:31 03-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული