"გამოიყურებიან, როგორც მადრიდის "რეალი" და თამაშობენ, როგორც..." - როიმ ინგლისური გუნდი გააკრიტიკა

AutoSharing Option
კვირას, 9 იანვარს, ინგლისის FA თასის მე-3 წრეში, "ნოტინგემმა" "არსენალი" 1:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"მეთოფეების" მარცხს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა როი კინი გამოეხმაურა.

"ეს ყველაფერი სისულელეა. გამოიყურებიან, როგორც მადრიდის "რეალი" და თამაშობენ, როგორც პაბის (Pub) გუნდი. მოქნილობა და სწრაფი გადაწყვეტილებები აკლიათ, ვერაფერი ღირებული ვერ წარმოადგინეს. "არსენალმა" დაიმსახურა ის, რაც მიიღო. ეს მათთვის დიდი მარცხია", - განაცხადა როიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
შენი გუნდი ხომ არის მიუნხენის ბაიერნივით რაა.. არსენალი ოთხეულისთვის იბრძვის 20-22 წლის ბიჭებით, რაც ადვილი არაა.. მაგიტომ უკჯობესია კალენდარი გამოითავისუფლონ.. ეგ თასი ყველაზე მეტჯერ არსენალს აქვს მოგებული..
geo-geo
15:22 11-01-2022
2

სიახლეები პოპულარული