პრემიერლიგის მე-17 ტურში "ტოტენჰემი" "ლესტერს" ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, ანგარიში 24-ე წუთზე პატსონ დაკამ გახსნა, ჰარი კეინმა კი 38-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.
76-ე წუთზე "მელიები" წინ ჯეიმს მედისონმა გაიყვანა,. თითქოს და მატჩი ბრენდან როჯერსის გუნდის გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა სტივენ ბერგვაინმა 90+5 და 90+7 წუთზე ორი გოლი გაიტანა და ჩრდილოლონდონელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ამრიგად, "მამლები" 36 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს, "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავენ.
"ლესტერი 25 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში კი (23 იანვარს) "ბრაიტონს" უმასპინძლებს.