პრემიერლიგის 24-ე ტურში "ლივერპულმა" "ლესტერს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლი დიეგო ჟოტამ გაიტანა. პორტუგალიელმა შემტევმა თავი 34-ე და 87-ე წუთებზე გამოიჩინა.
ამრიგად, "ლივერპული" 51 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, "ბარნლის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლესტერი" 26 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს, იმავე 13 თებერვალს კი "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს.