ლონდონის "ჩელსის" გერმანელმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, 28 წლის ფეხბურთელს "არისტოკრატებთან" არსებული კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, მხარეები კი ახალი ხელშეკრულების პირობებზე ვერ თანხმდებიან.
"აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის ღიად ვსაუბრობ. იმის დანახვა, რომ ბედნიერი ვარ, ჩემი თამაშითაც შეგიძლიათ, თუმცა გადაწყვეტილებას სხვა ადამიანები იღებენ", - განაცხადა ანტონიომ.
როგორც გარკვეული პერიოდის წინ დაიწერა, ბუნდესნაკრების ცენტრალური მცველი "ჩელსისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით