"ბიჭებო, რატომ სხედხართ ყ***ვით და არაფერს ამბობთ?" - იარმოლენკო რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებისა და "ვესტ ჰემის" ნახევარმცველმა ანდრეი იარმოლენკომ სოციალური ქსელით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის რუს ფეხბურთელებს მიმართავს:

"მე ანდრეი იარმოლენკო ვარ, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი. დავიბადე პეტერბურგში, თუმცა გავიზარდე უკრაინაში და ჩემს თავს 100%-ით უკრაინელად ვთვლი.

რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან კითხვა მაქვს... ბიჭებო, რატომ სხედხართ ყ***ვით და არაფერს ამბობთ?

ჩემს ქვეყანაში ხოცავენ ხალხს, დედებს, ცოლებს, ხოცავენ შვილებს, მაგრამ თქვენ ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ...

მითხარით, რა იქნებოდა, რომ ყველა ერთად გაერთიანებულიყავით და გეჩვენებინათ ხალხისთვის, რეალურად რა ხდება ჩემს ქვეყანაში?!

ბიჭებო,
თქვენი გავლენა ხალხზე დიდია! ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს მოსწონს ყვე*ბის ჩვენება კამერებთან, მაგრამ ახლა დროა აჩვენოთ თქვენი ყვე*ბი რეალურ ცხოვრებაში.

მადლობა ყურადღებისთვის, დიდება უკრაინას!" - ამბობს იარმოლენკო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გაწყვიტე კონტრაქტი და წადი იომე, თუ არ გინდა ფული დაკარგო ?
ქიტესა
04 მარტი 2022 02:51
11
ვიდიჩი სერბეთის ომის საფრთხის დროს ფერგიუსონს დაეთხოვა და მანჩესტერი მიატოვა სამშობლოს დასაცავად.
შენ ბიძი პრემიერლიგაში ითამაშო და საქართველოდან ჩადიან საომრად მოხალისეები-ეს სად წერია?
მნ...ლა ძიუბა რო პუტინს არ დაუპირისპირდება შენც ხო ხვდები.ასე რომ სოც ქსელში პატრიოტობაც არ არის მაგარი საქმე როცა ქვეყანას გიბომბავენ
Levani
03 მარტი 2022 23:58
10
ყველაფერი წაიკითხა იარმოლენკომ რაც დაწერე და ეხლა მივდივარ კიევში მართალია ეს კაციო
პასუხა
04 მარტი 2022 01:05
0
რუსებსაც და უკრაინელებსაც საერთო წარსული აქვთ, მსგავსი ენა და კულტურა აქვთ, რა არის მათთვის გასაყოფი რომ მშვიდობას ომი ამჯობინეეს??? ოკეანის მიღმა უცხო ქვეყანამ როგორ უნდა აჯობოს ძმობას და მეგობრობაას???
ნატაშკა
03 მარტი 2022 16:50
57
კი, გოლოდომორი ერთად გამოიარეს.
Რეზო
03 მარტი 2022 21:11
1
რომელი ძმის, შენზე დიდი რომ ვარო როგორც მე გეტყვი ისე რომ უნდა იცეკვო ჩემს დაკრულზეო გინდა თუ არაო არ გავკარი რუსების დედას დაიღალა ხალხი უკვე ამდენი ხანია ამათ ხელში ერთხელ და სამუდამოთ უნდა მოასვენონ მსოფლიო ამ ღორის ნაგდებებმა იოლი გასეირნება ეგონათ უკრაინაში მაგრამ კი მოხვდათ კბილებში და იმტვრევენ თავ_პირს .❤️❤️
ოლიმპისი
03 მარტი 2022 21:02
2

სიახლეები პოპულარული