რეკორდი საკუთარ დაბადების დღეზე - ჰოილუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემი" 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი "წითელი ეშმაკების" ფორვარდმა რასმუს ჰოილუნმა გაიტანა, რომელსაც გუშინ 21 წელი შეუსრულდა.

აღსანიშნავია, რომ დანიელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ასაკში "წითელი ეშმაკების" მაისურით პრემერლიგის ზედიზედ 4 შეხვედრაში აიღო მეტოქის კარი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 36 ქულით პრემიერლიგის მე-6 საფეხურს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული