"ვესტ ჰემი" ოცნების ასრულებაში უნდა დაგვეხმაროს" - მიკელ არტეტა

AutoSharing Option
დღეს, 19 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტური გაიმართება და ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჟურნალისტებთან "მანჩესტერ სიტისა" და "ვესტ ჰემის" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დევიდ მოიესის გუნდის იმედი აქვს.

"ძალიან აღელვებული ვარ, დარწმუნებული ვარ, "ემირეითსზე" შეკრებილი 60 000 ადამიანი დღეს "მანჩესტერ სიტისა" და "ვესტ ჰემის" მატჩს უყურებს. ვესაუბრე თუ არა მოიესს? ვფიქრობ, ეს საჭირო არ არის, რადგან თავადაც კარგად იცის ჩემს კარიერაზე რამხელა გავლენა მოახდინა.

"ვესტ ჰემს" ჩვენი ოცნების ახდენა შეუძლია. ვხვდებით, რომ ამის პატარა შანსია,
თუმცა "მანჩესტერ სიტი" ძლიერ გუნდს დაუპირისპირდება", - განაცხადა არტეტამ.

შეგახსენებთ, გვარდიოლას გუნდი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 88 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, "არსენალი" კი 86 ქულით მე-2 ადგილზეა. 

altხელმძღვანელობის მხარდაჭერა არტეტას - "არსენალი" ზაფხულში შემადგენლობას გააძლიერებს

altარტეტა: ყოველ სამ დღეში თამაში გვიწევს, ეს სიგიჟეა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასტონ ვილასთან თამაშს რომ მისცემ იმის გულისთვის რომ ტოტენჰემი 4 ეულში არ შევიდეს არ იმსახურებენ....ვესტ ჰემმა ავტობუსი უნდა ჩააყენოს ამათ გულისთვის
თემო
14:52 19-05-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული