ინგლისური "ნიუკასლის" თანამფლობელი ამანდა სტეივლი თვლის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ რომან აბრამოვიჩისთვის "ჩელსის" ჩამორთმევა არასწორი საქციელია. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობის გამო ბიზნესმენს ბრიტანეთში შესვლა აუკრძალეს, რის შემდეგაც კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა.
"გეოპოლიტიკური საკითხები ყოველთვის გვექნება. ვწუხვარ იმის გამო, რომ ვიღაცასთან ურთიერთობის გამო რომანს კლუბი ჩამოართვეს. არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩვენს ურთიერთობებს კარგად უნდა დავაკვირდეთ" - განაცხადა ქალბატონმა.
რაც შეეხება "არისტოკრატების" შესაძლო მფლობელის საკითხს, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოდ ბოჰლი და
რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, სავარაუდოდ, რომან აბრამოვიჩმა "ლურჯები" 15 მარტამდე უნდა გაყიდოს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით