"გულრწფელი ვიქნები..." - ოლეკსანდრ ზინჩეკომ ახსნა, რატომ არ იმყოფება ომში და ეხმარება სამშობლოს

AutoSharing Option
BBC-სთან ინტერვიუში 25 წლის ნახევარმცველმა ოლეკსანდრ ზინჩენკომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ არ აიღო იარაღი თავად და იბრძვის სამშობლოში, უკრაინაში.

"გულრწფელი ვიქნები... რომ არა ჩემი ქალიშვილი და ოჯახი, მეც ახლა იქ, ომში ვიქნებოდი. ძალიან ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიქნები. 

ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს ხალხს, ჩემს საშობლოს... როდესაც მათ ვუყურებ, თუ როგორ იბრძვიან სიცოცხლისთვის... ჩემი ხალხის მენტალიტეტი ასეთია - სჯობს დაიხოცონ, ვიდრე დანებდნენ! 

ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, ვინც ჩვენ მხარეზეა და მათ მითხრეს, რომ ის, რასაც რუსული
ტელევიზია გვაჩვენებს, სასაცილოა. 

ჩემი მისიაა, ვაჩვენო მთელს მსოფლიოს, თუ რა ხდება რეალურად ამ მომენტში", - ამბობს ზინჩენკო. 


მკითხველის კომენტარები / 10 /
როცა მოინდომებ სამშობლოში დაბრუნებას, მაშინ უნდა გითავაზონ პანჩური და ცხვირი არ შეგაყოფინონ უკრაინაში. ვითომ მარტო ას ყავდეს ცოლ-შვილი
მარიამი
11:20 07-03-2022
0
Ვერ განგიკითხავ
ლომი
23:27 06-03-2022
0

სიახლეები პოპულარული