"სიტიმ" "იუნაიტედი" გაანადგურა - რონალდო მატჩს არ დაესწრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 28-ე ტურში "მანჩესტერი" 1:4 დამარცხდა "მანჩესტერ სიტისთან".

ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "იუნაიტედის" თავდამსხმელ რონალდოს, რომელსაც ბარძაყის ტრავმა აქვს და პორტუგალიაში გაფრინდა, - იტყობინება The Athletic-ი.

ეს შეხვედრა "მანჩესტერისთვის" მნიშვნელოვანი იყო და რონალდოს სამშობლოში გამგზავრებამ თანაგუნდელები გააკვირვა.

ტრავმირებული ფეხბურთელები არ არიან ვალდებულნი, მატჩებს დაესწრონ, მაგრამ "მანჩესტერის" მოთამაშეები თვლიან, რომ კრიშტიანო სტადიონზე უნდა ყოფილიყო.

"მანჩესტერის" მწვრთნელ რალფ რანგნიკის თქმით, ვერ აიძულებს იმ ფეხბურთელს თამაშს, რომელიც ამტკიცებს, რომ ტრავმირებულია.

რაც შეეხება მანჩესტერულ დერბის, გოლები გაიტანეს: 1:0 დე ბრუინი (5), 1:1 ჯეიდონ
სანჩო (22), 2:1 კევინ დე ბრუინი (28), 3:1 რიად მაჰრეზი (68), 4:1 რიად მაჰრეზი (90+1).

28 ტურის შემდეგ "სიტი" 69 ქულით 1-ელ ადგილზეა, შემდეგ პრემიერ ლიგურ მატჩს 15 მარტს, "კრისტალ პალასთან" გამართავს.

"იუნაიტედი" 47 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, 12 მარტს კი "ტოტენჰემს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული