"ტოტენჰემმა" "ევერტონი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში "ტოტენჰემმა" "ევერტონს" უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.

"მამლებმა" პირველი ტაიმი სამგოლიანი უპირატესობით მოიგო. ანგარიში მაიკლ დინის (14) ავტოგოლით გაიხსნა. 3 წუთში სონმა (17) სხვაობა ორბურთიანი გახადა, ჰარი კეინმა (37) კი "კანფეტების" კარი მესამედ აიღო.

მეორე ტაიმში, 46-ე წუთზე, სერხიო რეგილონმა მერსისაიდელებს მეოთხედ გაუტანა, ჰარი კეინმა კი 55-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, 26 თამაშის შემდეგ "ტოტენჰემს" 45 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 12 მარტს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ევერტონი" 22 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს,
13 მარტს კი "ვულვზს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული